დავით მათიკაშვილი – ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტზე: ამ აღიარების გარეშეც ძალიან კარგად ვიცოდით აქამდეც, სად იხარჯებოდა მისი ფონდიდან თანხები

“ამ აღიარების გარეშეც ძალიან კარგად ვიცოდით აქამდეც, სად იხარჯებოდა ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდიდან თანხები”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ჟორჟოლიანის პოსტი აღიარებაა.

„ეს, რომ აღიარებაა ძალიან კარგად გააცნობიერა საზოგადოებამ. ამ აღიარების გარეშეც ძალიან კარგად ვიცოდით აქამდეც, სად იხარჯებოდა ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდიდან და არა მხოლოდ, ამ ფონდიდან აღებული თანხები, რომ ისინი რეალურად რადიკალებს და დანაშაულებრივ ქმედებებს აფინანსებდნენ საქართველოში. ეს ყველაფერი მტკიცებულებით პროკურატურამ საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტირებისას საზოგადოებას კარგად გააცნო. ასე, რომ მეტი არაფერი დარჩენია ნანუკა ჟორჟოლიანს თუ არა აღიაროს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: “მივმართავ გენერალურ პროკურორს გაბიტაშვილს. 11 ბენეფიციარი ელოდება სიცოცხლის გადარჩენას. აქედან 4 ბავშვია. მოხსენით ყადაღა ჩემს ფონდს და მომეცით უფლება დავეხმარო ამ ადამიანებს. მე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ვდებ საჯარო პირობას, მაგ თანხიდან ერთი თეთრი არ გადაირიცხება პოლიტიკურ კონტექსტში. თანხა დაიხარჯება მხოლოდ მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებზე და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები