ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა მდინარეში გადავარდა, მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.