დიდი ბრიტანეთი „რამშტაინის“ ფორმატის მომავალ შეხვედრას 11 აპრილს უხელმძღვანელებს
უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა („რამშტაინის“ ფორმატი) 11 აპრილს გაიმართება და მას დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარიზში გამართული „მსურველთა კოალიციის“ სამიტის შემდეგ განაცხადა.
როგორც სტარმერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი „უხელმძღვანელებს „რამშტაინის“ ჯგუფის მომავალ შეხვედრას 11 აპრილს“.
მისი თქმით, შეხვედრის მიზანია უკრაინაში მეტი სამხედრო დახმარების გაგზავნა და ბრძოლაში მისი მხარდაჭერა.
„რადგან მშვიდობა ძალის მეშვეობით მოდის. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე განმტკიცდა და ხაზგასმით აღინიშნა“, – დასძინა ბრიტანელმა მინისტრმა.