დავით შერაზადაშვილის ინიციატივით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბიუროს თანამშრომლები სიმბოლური საჩუქრებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადს“ ესტუმრნენ
N13 საარჩევნო ოლქის ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი – პარლამენტის წევრის, დავით შერაზადიშვილის ბიუროს თანამშრომლები, პარლამენტის წევრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადს“ ესტუმრნენ. ინფორმაციას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატის პრესსამსახური ავრცელებს.
“21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა .
მნიშვნელოვანია მსგავსი დღეების აღნიშვნა, ჩვენი საზოგადოება ამ სინდრომის მქონე პირთა შესაძლებლობებს ნაკლებად იცნობს, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მათ ინტეგრირებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში , რომელიც იმართება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად, არც წელს გამოვაკლდით ტრადიციას და სწორედ ამიტომ, ბიუროს თანამშრომლები , სიმბოლური საჩუქრებით ესტუმრნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.