„კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესშია ეს საპროცესო ქმედება განხორციელებული. პროკურატურამ შესაბამისად სამართლებრივად ახსნა, თუ რა არგუმენტები უძღოდა წინ ამ სახის ქმედებას,“ – ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა, რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რადიკალიზმი, ის ქმედებები, რომელიც არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი, სწორედ ამ ფონდების სახსრებით ფინანსდებოდა, რაც ბუნებრივია, რომ სავსებით ლოგიკურ და ახსნად გარემოებას ქმნის პროკურატურის ამ საპროცესო ქმედების განხორციელებისთვის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება 17 მარტს გაავრცელა.