ვატო შაქარიშვილი: ეს ფონდები იყო მაცოცხლებელი იმ აგრესიული, დესტრუქციული პროცესებისა, რაც თბილისის ქუჩებში ვითარდებოდა
„ეს ფონდები იყო მაცოცხლებელი იმ აგრესიული, დესტრუქციული პროცესებისა, რაც თბილისის ქუჩებში ვითარდებოდა,“ – ამის შესახებ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღება სამართლიანია.
„იყო იმ პოტენციურად დანაშაულის ჩამდენი ადამიანების წახალისება და ასე ვთქვათ ხელშეწყობაა დანაშაულის ჩადენისკენ. ისინი ჰპირდებოდნენ მათ ჯარიმების გადახდას და სხვა ფულად კომპენსაციებს. ცხადია ეს არის პირდაპირი მოწოდება, ხელშეწყობა და წახალისება დანაშაულისა, ამიტომ აბსოლუტურად სამართლიანად მიგვაჩნია ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღება“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება 17 მარტს გაავრცელა.