სოფელ ქვენატკოცაში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

„სოფელ ქვენატკოცაში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო,“- ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ქვენატკოცაში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

„პროექტის ფარგლებში 4 ქუჩაზე (გზა #1, #3, #6 და #8) განხორციელდება ასფალტბეტონის საფარის მოწყობა.
ამ ეტაპზე გზა #3-ზე დასრულებულია მოსამზადებელი, მიწის ვაკისის და საფუძვლის მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის ქვედა ფენის მოწყობა.

სულ ოთხივე მონაკვეთზე დაიგება 2 კმ-მდე გზის საფარი.
პროექტი ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჰედეფ ჯორჯია”,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები