მამუკა მდინარაძე: სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს ეკონომიკის ზრდის განახლებულ მონაცემს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა. ასევე, იანვარში ექსპორტი გაიზარდა 19.3%-ით და 403.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის“, – წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,1%-ით გაიზარდა.