შალვა პაპუაშვილი სტიქიაზე: სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე იმ ზიანის აღმოსაფხვრელად, რომელიც ასეთ დროს გვაქვს ხოლმე სახეზე

“ჩვენ ვხედავთ, რომ არის ძალიან მძიმე ვითარება ამინდის მხრივ. სახელმწიფო სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებთან მისასვლელი გზები იყოს გაწმენდილი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის ძალიან მძიმე ვითარება ამინდის მხრივ. სახელმწიფო სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებთან მისასვლელი გზები იყოს გაწმენდილი, რომ კომუნიკაცია შედგეს და ასევე მოსახლეობას ჰქონდეს პირველადი საჭიროების ყველა ნივთი.

ზუსტად ამით არის დღეს სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები დაკავებული, რომ ამ უამინდობის პირობებში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, შენარჩუნდეს კომუნიკაციები.

სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე იმ ზიანის აღმოსაფხვრელად, რომელიც ასეთ დროს გვაქვს ხოლმე სახეზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები