“ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები, შედეგზე მე ვარ პასუხისმგებელი” – ოლაფ შოლცი
“ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები, შედეგზე მე ვარ პასუხისმგებელი”, – ამის შესახებ “სოციალ-დემოკრატების” ლიდერმა, ოლაფ შოლცმა .განაცხადა.
“ჩვენ უნდა დავიცვათ ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით, არ უნდა ვიმუშაოთ ულტრამემარჯვენეებთან”, – დასძინა შოლცმა.
ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი – „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ ხმების 29 პროცენტით ლიდერობს.
ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილზეა – 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ კი ხმების 16 პროცენტი აქვს.