რუსეთსა და აშშ-ს შორის ნდობის გაზრდის გარეშე, უკრაინის კრიზისის გადაჭრა შეუძლებელია – პუტინი
ერ-რიადში შეხვედრის მიზანი და განხილვის საგანი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის აღდგენა იყო,- ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
“ერ-რიადში ჩვენი მოლაპარაკების მიზანი და საგანი იყო რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების აღდგენა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ყველა ძალიან აქტუალური საკითხის გადაწყვეტისას, მათ შორის უკრაინის მოგვარების, არის ის, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის დონის გაზრდის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია ბევრი საკითხის გადაჭრა, მათ შორის უკრაინის კრიზისის,- განაცხადა პუტინმა.
ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის გამართვის სურვილი ორმხრივია.
„ჩვენ გვაქვს ამგვარი შეხვედრის გამართვის სურვილი და მე ვისურვებდი ამ შეხვედრის გამართვას, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის უნდა მომზადდეს, რომ იყოს შედეგიანი“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ამ დიალოგში შუამავლები საჭირო არ არის.