პანამის არხი უარყოფს აშშ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არხში მათ სამთავრობო გემებს უფასოდ გაატარებენ
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ სამთავრობო გემებს, პანამის არხის გავლით, მოძრაობის უფლება გადასახადის გადახდის გარეშე მიეცემათ.
არხის ადმინისტრაციამ აშშ-ის სამთავრობო გემებისთვის არხში გადასახადის გარეშე გავლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
“პანამის არხის ადმინისტრაცია, რომელსაც არხში გავლისთვის გადასახადების დაწესების უფლებამოსილება აქვს, იტყობინება, რომ მათში ცვლილებები არ შეუტანია.
სრული პასუხისმგებლობით, პანამის არხის ადმინისტრაცია, როგორც უკვე მივანიშნეთ, თანახმაა, დაამყაროს დიალოგი შესაბამის ამერიკელ მაღალჩინოსნებთან, ხსენებული ქვეყნიდან ომიანობის პერიოდის ხომალდების ტრანზიტთან დაკავშირებით”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.