ვლადიმერ ბოჟაძე ახალ რეგულაციებზე: სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა

„სამ თვეზე მეტია ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისის და ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობა.“ –  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყველა რესურსი, რათა დაიცვას საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა.

„სამ თვეზე მეტია ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისის და ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობა. მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკური თანამდებობის პირების, პოლიციელების, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ბულინგი, სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყველა რესურსი, როდესაც სახელმწიფოს მიმართ არის მიზანმიმართული დაფინანსებული, ორგანიზებული შეტევა, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჰქონდეთ საშუალება დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები