რისთვის გამოართვა რობიკო სტურუამ ბიძინა ივანიშვილს 150 ათასი დოლარი?

რეჟისორი ქეთი დოლიძე მასსა და რობერტ სტურუას შორის დაპირისპირებაზე მორიგ კომენტარს აკეთებს. როგორც რეჟისორი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, სტურუამ ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებიდან მესამე დღეს 150 ათასი დოლარი გამოართვა, რომ მოსკოვიდან თავისი ორი სპექტაკლი ჩამოეტანა.
დოლიძე მიიჩნევს, რომ რობიკო სტურუას ქართული თეატრის მამობა უნდა ეკისრა, მაგრამ ახლა ის ავსიტყვაობაშია ჩაფლული. რეჟისორი ფიქრობს, რომ რობიკო სტურუას მხოლოდ სკანდალი სჭირდება, სულ რომ იტივტივოს.
“ვუპასუხე, რადგან ვერავის ვერ ვაპატიებ ამ სიტყვებს: – უფერული ოჯახის უნიჭო წარმომადგენელი… – სიკო დოლიძე იყო უფერული, მე ვარ თუ ჩემი შვილები?! უკაცრავად, მაგრამ მასზე ნაკლები გემოვნების არ არის საქართველოს პატრიარქი, ჯანსუღ ჩარკვიანი და სხვა.. ყველაზე მთავარი: უთქვამს, ოლიგარქებთან დარბიან და მუხლებზე დაჩოქილები ფულებს თხოვენო, რობერტ სტურუამ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებიდან მესამე დღეს 150 ათასი დოლარი გამოართვა, მისი ორი სპექტაკლი რომ მოსკოვიდან ჩამოეტანა. “ოლიგარქმა” ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ აღგვიდგინა ფესტივალი და ეს ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება იყო. არასდროს არაფერი არ მითხოვია მე, პირადად, ივანიშვილისთვის! ვიცი, მას უამრავი ხალხისთვის აქვს ფული ნაჩუქარი, მაგრამ ცხოვრებაში აზრად არ მომივა, რამე ვთხოვო!.. რობიკო სტურუას ქართული თეატრის მამობა უნდა ეკისრა, მაგრამ ახლა რობიკო არის ავსიტყვაობაში ჩაფლული. ამხელა რეჟისორი რა ფეისბუქით ერთობა?! რომ გავმწარდი, ვთქვი კიდეც, რომ ფეისბუქი თავის თეატრად გადააქცია-მეთქი. ასეთი სტატუსები, ავსიტყვაობა, დედის გინება და ამდენი ცუდი სიტყვა? ეტყობა, რობიკოს მხოლოდ სკანდალი სჭირდება, სულ რომ იტივტივოს”, – აცხადებს ქეთი დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები