ზელენსკი – მოსკოვისგან მოლაპარაკებებზე ნეგატიური სიგნალებია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე ნეგატიურ სიგნალებს გზავნის.

ზელენსკის თქმით, კიევი კვლავ ღიაა დიალოგისთვის, თუმცა მოსკოვის მხრიდან ამ ეტაპზე მზაობა არ შეიმჩნევა.

მისი თქმით, „რუსების მხრიდან რეაგირება მხოლოდ რეალურ ზეწოლას მოჰყვება“.

„ზეწოლა აუცილებელია. რუსეთის მხრიდან რეალური დიპლომატიისკენ გადადგმული ნაბიჯებია საჭირო“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად მუშაობას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები