თბილისის შესასვლელებში დასახლების აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან, თბილისში შემოსასვლელების აღმნიშვნელი არქიტექტურულ-მხატვრული ესკიზური პროექტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე.

თბილისის მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების წარდგენის საკონკურსო პირობები არქიტექტურის სამსახურში დამუშავდა და იგი სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის – ერთიანი ელექტრონული სისტემის tenders.procurement.gov.ge მეშვეობით გამოქვეყნდა.

ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და გახდეს გამარჯვებული.

დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 29 სექტემბერი.

ინფორმაციას, თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები