კრაზანის ნაკბენის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, ახალგაზრდა კაცი კრაზანის კბენის შემდეგ გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 30 წლის, ცოტნე ნაჭყებიაა.
“ჩვენი ცოტნე, უპატიოსნესი ახალგაზრდა დაიღუპა. კრაზანამ უკბინა. სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა”, _ ამბობენ ადგილობრივები.
დამატებით დეტალებს “კვირა” შსს-ში არკვევს.