ხმელთაშუა ზღვაში, გემის ჩაძირვის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა
ხმელთაშუა ზღვაში ჩვიდმეტი მიგრანტი გადაარჩინეს გემის ჩაძირვის შედეგად, ხოლო ორი ბავშვი დაიღუპა,- ამის შესახებ გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Sea Punks-მა განაცხადა.
მალტის სამაშველო ვერტმფრენით ორსული ქალისა და მძიმედ დაშავებული მამაკაცის ევაკუირება მოხდა.
გადარჩენილებმა მაშველებს უთხრეს, რომ გემი 21 ადამიანთან ერთად დაიძრა, 2 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.