პუტინი ტრამპთან სასაუბროდ მზად არის – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სასაუბროდ მზად არის, – ამის შესახებ განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„პუტინი მზად არის, ჩვენ სიგნალებს ველოდებით. ყველაფერი მზადაა. აქ მარჩიელობა ახლა რთულია. როგორც კი რამე იქნება, შეგატყობინებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მას, რაც შეიძლება მალე, პუტინთან საუბარი და უკრაინაში ომის დასრულება სურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები