თბილისის ბალეტის VII ფესტივალი დასრულდა – ვიდეოამბავი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე თბილისის ბალეტის VII ფესტივალი დასრულდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საფესტივალო პროგრამა პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრის (Tanztheater Wuppertal Pina Bausch) საკულტო დადგმით – „მაზურკა ფოგოთი” დაიხურა.
წლევანდელი ფესტივალი 5-დან 19 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და სახელგანთქმული საბალეტო დასები მონაწილეობდნენ.
იხ. ვიდეო:

https://www.facebook.com/reel/1999147377400128

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები