ნიუ-იორკის სკოლებში პირველად ჰუმანოიდი რობოტი გამოჩნდება
ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლას მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის ჰუმანოიდი რობოტი-ასისტენტი ეყოლება.
„ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, ნიუ-იორკის შტატის სალამანკას ცენტრალური სასკოლო ოლქი ჰუმანოიდი რობოტის, „სალის“, გამოყენებას საკლასო ოთახებში სექტემბრიდან დაიწყებს
რობოტი მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის პროგრამირების, რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის გაკვეთილებზე მასწავლებლის ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს.
რობოტი Realbotix-მა შექმნა და ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი. გამოცემის ცნობით, „სალის“ ჰუმანოიდური გარეგნობა აქვს, შეუძლია ხელების მოძრაობა და მოსწავლეებთან ურთიერთობა, თუმცა ის მასწავლებლების ჩასანაცვლებლად არ არის განკუთვნილი.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, რობოტი დამატებითი საგანმანათლებლო ინსტრუმენტი იქნება, რომელიც მოსწავლეებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლაში დაეხმარება და მასწავლებლების მუშაობას მხარს დაუჭერს.