დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა დევიდ ლამიმ გადადგომის შესახებ განაცხადა

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა დევიდ ლამიმ განაცხადა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნჰემის კაბინეტს ტოვებს.

„სიამოვნებით გავაგრძელებდი მთავრობაში მუშაობას. თუმცა, ახალ პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება, შექმნას საკუთარი გუნდი და ენდი ბერნჰემს და ახალ კაბინეტს ვუსურვებ წარმატებებს“, – დაწერა ლამიმ სოციალურ ქსელში.

თანამდებობების დატოვების შესახებ ასევე განაცხადეს ფინანსთა მინისტრმა რეიჩელ რივზმა, ბიზნესის საქმეთა მინისტრმა პიტერ კაილმა და საცხოვრებელი საკითხებისა და მშენებლობის მინისტრმა სტივ რიდმა.

აღსანიშნავია, რომ ბერნჰემს ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერისგან, ბერნჰემს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება დღეს ოფიციალურად გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები