გივი მიქანაძე: გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ინფორმაცია მივაწოდოთ ჩატარებული არჩევნების შესახებ, ასევე ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევებთან დაკავშირებით
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.
,,მათი ვიზიტის ფორმატში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ პირველი წყაროდან მივაწოდოთ ინფორმაცია ჩატარებული არჩევნების და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების თაობაზე, ისევე როგორც იმ ორმაგი სტანდარტებით მიდგომების თაობაზე, რომელსაც უპრეცედენტო ადგილი აქვს საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით 2024 წლის აპრილიდან მოყოლებული.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს ინფორმაციას მივაწვდით ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევებთან დაკავშირებითაც, რომელსაც მათ შორის ახორციელებდნენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსები“,- აღნიშნა მიქანაძემ.