“რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი საზოგადოებაში არის ის, რომ საგნებს და მოვლენებს, სამწუხაროდ, თავისი სახელი არ დაერქვა” – მათიკაშვილი

“რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი საზოგადოებაში არის ის, რომ საგნებს და მოვლენებს, სამწუხაროდ, თავისი სახელი არ დაერქვა”, – ამის შესახებ  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.

„საპარლამენტო კომისიის მანდატი შემოიფარგლება 2003 – 2012 წლებში არსებული კონკრეტული ფაქტებით და ეს ფაქტები საზოგადოებისთვის არის ძალიან კარგად ცნობილი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ამ თემებზე ვისაუბროთ. ხდებოდა მედიის მიტაცება, ადამიანის უფლებების ძალიან უხეში დარღვევა საკუთრების წართმევა და საკუთრების დათმობაზე კონკრეტული და ზეწოლა ბიზნესწრეებზე“, – აღნიშნა  მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები