მაია ასათიანი: ქმართან განშორების დრო რომ მახსენდება, ჩემი თავი მებრალება

ტელეწამყვანი მაია ასათიანი აცხადებს, რომ ადრეულ ასაკში დაოჯახებით შეცდომა დაუშვა.
როგორც ასათიანი საგაზეთო ინტერვიუში აღნიშნავს, მეუღესთან დაშორების შემდეგ არ გამოჩენილა ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრებას გადაწყვეტდა.
„მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემი შვილის მამასთან, მაგრამ ეს იყო რთული წლები. მაშინ არსებობისთვის ვიბრძოდი. პატარა შვილი მყავდა, თან ვმუშაობდი. არ მინდა ჩემი შვილი ასეთ სიძნელეებს შეეჯახოს მაშინ, როცა უნდა სწავლობდეს და პიროვნებად ყალიბდებოდეს. ახლა, როცა მახსენდება ის დრო ჩემი თავი მებრალება, რადგან იმ პრობლემებთან საბრძოლველად ძალიან პატარა ვიყავი. ცხოვრებას ვგულისხმობ და არა ურთიერთობებს. მას მერე კი ალბათ, არ გამოჩნდა ადამიანი, რომლის გვერდითაც ცხოვრებას გადავწყვეტდი. არ ვარ ზერელე რომანების ქალი. ალბათ ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი, ვინც ამ ავანტიურაზე დამითანხმებს. თუ გამოჩნდა, მოვიფიქრებ, ასჯერ გავზომავ და ერთხელ გავჭრი, ან არ გავზომავ და არ გავჭრი“, – აღნიშნავს მაია ასათიანი „სარკესთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები