გურამ მაჭარაშვილი: სწორედ ეუთო/ოდირმა თქვა არჩევნებამდეც, არჩევნების შემდგომაც, რომ გარკვეული ხარვეზების გათვალისწინებით კონკურენტუნარიანი იყო არჩევნები საქართველოში
“სწორედ ეუთო/ოდირმა თქვა არჩევნებამდეც, არჩევნების შემდგომაც, რომ გარკვეული ხარვეზების გათვალისწინებით კონკურენტუნარიანი იყო არჩევნები საქართველოში”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“ეუთო/ოდირს ვერავინ ვერ დააძალებდა, თუ კი ის აღმოაჩენდა, რომ იყო ისეთი ხარვეზები, რომლის გამოც შეიძლებოდა ლეგიტიმურობას პრობლემა შეჰქმნოდა საქართველოში. შესაბამისად, ეუთო/ოდირმა ჩათვალა საჭიროდ და თქვა, რომ გაგრძელდება ხელისუფლებასთან მუშაობა იმ კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის რასაც ჰქვია საარჩევნო კოდექსი. იმავდროულად, ჩვენ ვნახეთ გამოქვეყნება და მხარდაჭერა ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ეს ბოლო განცხადება საერთოდ ძახილის ნიშანს, არა მხოლოდ წერტილს, სვამს საქართველოში ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ეუთო/ოდირის ეს განცხადება არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს ჰყავს საზოგადოების მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება“, – აცხადებს მაჭარაშვილი.