ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინები, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა, ან ინაუგურაციის დღეს აღარ გამოვიდოდა სასახლიდან

“ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინები, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა, ან ინაუგურაციის დღეს აღარ გამოვიდოდა სასახლიდან”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი ინტერესი ქვეყანაში სიტუაციის უფრო დაძაბვა იყო.

„ეს იყო მათი გეგმა, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო დაძაბულიყო სიტუაცია. ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები ამოძრავებთ, მათთვის არ არის მნიშვნელოვანი ქვეყანა და ქართველი ხალხი“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები