ბექა ლილუაშვილი: სააკაშვილის პოზიციას ვერ და არ გავიზიარებთ, ყოველთვის დარჩება მავნებლად, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესებზე წყალს ასხამს

საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი ემიჯნება.

“მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ჩვენ ვერ და არ გავიზიარებთ, იმიტომ, რომ ის ყოველთვის დარჩება მავნებლად, რომელიც ხშირ შემთხვევაში “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესებზე ასხამს წყალს”, – აცხადებს ლილუაშვილი.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ “ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არჩევნები არ იქნება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები