დავით ქართველიშვილი: „პატივი ვცეთ“ მელია/გვარამია/გირჩი/ხოშტარიას კვარტეტს, რომელმაც უარი განაცხადა სახელმწიფო დაფინანსებაზე, რადგანაც ამ სახელმწიფოსთან საერთო არაფერი გააჩნიათ და ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, „პატივი უნდა ვცეთ“ მელია/გვარამია/გირჩი/ხოშტარიას კვარტეტს, რომელმაც უარი განაცხადა სახელმწიფო დაფინანსებაზე, რადგანაც ამ სახელმწიფოსთან საერთო არაფერი გააჩნიათ და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია.

„Oops…ოპერაცია „дэнги давай, дэнги“ დასრულდა დღეს 18 საათზე. აიღეს „дэнги“, ანუ „გალეგიტიმურდნენ“. იმავე ილფისა და პეტროვის „12 სკამიდან“ ერთ-ერთი პერსონაჟი გავიხსენოთ:

„სტარსობესის მეორე სახლის გამგე მორცხვი ქურდი იყო. ის მთელი არსებით აპროტესტებდა ქურდობას, მაგრამ ქურდობას ვერ ელეოდა. იპარავდა და რცხვენოდა. ის გამუდმებით იპარავდა და გამუდმებით რცხვენოდა და ამიტომაც, მისი კარგად გაპარსული ლოყები მუდამ წითლად ანათებდა სირცხვილისგან. გამგეს ერქვა ალექსანდრე იაკოვლევიჩი, ცოლი კი ალექსანდრა იაკოვლევნა იყო. ცოლი ქმარს საშხენს ეძახდა, ხოლო ქმარი ცოლს – ალხენს. მსოფლიოს არასოდეს უნახავს ისეთი „ცისფერი ქურდი“, როგორიც ალექსანდრე იაკოვლევიჩი იყო“…

„პატივი ვცეთ“ მელია/გვარამია/გირჩი/ხოშტარიას კვარტეტს, რომელმაც უარი განაცხადა სახელმწიფო დაფინანსებაზე, რადგანაც ამ სახელმწიფოსთან საერთო არაფერი გააჩნიათ და ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები