ვოლსკი – “ამნესთი ინთერნეიშენალისა” და “ჰუმან რაით ვოჩის” ანგარიშებზე: არ არის ობიექტური და დაბალანსებული

“ანგარიში არ არის ობიექტური და არ არის დაბალანსებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა, რითაც “ამნესთი ინთერნეიშენალისა” და “ჰუმან რაით ვოჩის” ანგარიშებს გამოეხმაურა.

ანგარიშებში ნათქვამია, რომ საქართველოში აქციებზე ადგილი ჰქონდა ძალადობას და ღია რეპრესიებს, რაც, მათივე შეფასებით, წამებას უტოლდება.

“ერთი, რომ გადაცდომები ნამდვილად მოხდა – ამას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ ეს გადაცდომები არის არაფერი, მეათასედიც არ არის, მემილიონედიც არ არის იმისა, რასაც ჰქვია ნამდვილი წამება, როდესაც კონკრეტულ ორგანიზაციებს ხმა არ ამოუღიათ იმის თაობაზე, რომ ნებისმიერი აქციის დროს, რომელიც სააკაშვილის დროს ტარდებოდა, სისასტიკის მწვერვალი იყო ნაჩვენები, როდესაც ადამიანებს გამიზნულად ხოცავდნენ ქუჩაში.

როდესაც ეს ორმაგი სტანდარტი შენს თვალწინ, ამ მოხსენებაში გადაიშლება, რასაკვირველია, აქ უნდა დაასკვნა, რომ ასეთი სახის მოხსენებები არის უსამართლო და კონკრეტული პოლიტიკური მიზნისკენ ორიენტირებული. მით უმეტეს, საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს, თურმე, მოვლა-პატრონობა აკლია და მისი მდგომარეობა ლამის წამებასთან არის დაახლოებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები