აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, იემენელი “ჰუსიტების” წინააღმდეგ საბრძოლო აქტივობები გაზარდოს
ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების ოფიციალურ პირებთან დისკუსიების შემდეგ, აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, იემენელი “ჰუსიტების” წინააღმდეგ საბრძოლო აქტივობები გაზარდოს,- ამის შესახებ The Jerusalem Post-ი წერს.
მათივე ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ გასული წლის განმავლობაში, იემენელი “ჰუსიტების” წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები არასაკმარისი იყო.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის საგარეო დაზვერვის, “მოსადის” ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ირანზე მასობრივი საჰაერო/სარაკეტო დარტყმების მე-2 ეტაპი, რათა შეჩერებულ იქნეს იემენელი “ჰუსიტების” გამუდმებული სარაკეტო თავდასხმები ისრაელზე.
ბარნეა თვლის, რომ საჭიროა ირანზე იერიშები, რადგან ბოროტების ღერძის საფუძველი სწორედ ირანია და მისი აღმოფხვრის გარეშე პრობლემა ვერ მოგვარდება.