ტრამპი პანამის არხზე კონტროლის ხელახალი აღებით იმუქრება
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პანამის არხი შესაძლოა, კვლავ აშშ-ის კონტროლქვეშ მოექცეს.
„ჩვენს საზღვაო ძალებს და კომერციულ გემებს ეპყრობოდნენ ძალიან უსამართლოდ და არაკეთილსინდისიერად. პანამის მიერ დაწესებული გადასახადები სასაცილო და უკიდურესად უსამართლოა. შეერთებულ შტატებს დიდი ინტერესი აქვს პანამის არხის უსაფრთხო, ეფექტური და საიმედო ფუნქციონირებისადმი. თუ არ იქნება დაცული ამ დიდსულოვანი ჟესტის პრინციპები, როგორც მორალური, ისე იურიდიული, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ პანამის არხის დაბრუნებას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სრულად და სწრაფად”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ლიდერმა თქვა, რომ პანამის დამოუკიდებლობაზე მოლაპარაკება შეუძლებელია და რომ ჩინეთს არანაირი გავლენა არ აქვს არხის ადმინისტრაციაზე.
პანამის პრეზიდენტი, ხოსე რაულ მულინო, ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რომ პანამის არხი და მისი მიმდებარე ზონა პანამელთა ექსკლუზიური მემკვიდრეობაა.
„პანამის არხის და მისი მიმდებარე ზონის ყოველი კვადრატული მეტრი პანამას ეკუთვნის და ასე გაგრძელდება. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ არის სავაჭრო საგანი“,- აღნიშნა მულინომ.