დავით მათიკაშვილი: საქართველოს მხარდამჭერთა რიცხვი ევროკავშირში მზარდია – უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, იტალია, ესპანეთი, მათ ყველამ ის პოზიცია დაიკავეს, რაც იყო სწორი

“საქართველოს მხარდამჭერთა და ნამდვილ მეგობართა რიცხვი ევროკავშირში მზარდია”,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ეს არ არის მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი, არის სხვა სახელმწიფოები: რუმინეთი, იტალია, ესპანეთი, მათ ყველამ ის პოზიცია დაიკავეს, რაც იყო სწორი, მეგობრული, სამართლიანი და რაც რეალურად ფაქტებიდან გამომდინარეობდა, რაც საქართველოში ხდება და ეს არის არჩევნები, არჩევნების შემდგომი ან არჩევნებამდელი ვითარება, ის უწყვეტი ჩარევის მცდელობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იყო ამ ხუთი სახელმწიფოს მიერ გააზრებული“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები