ევროპარლამენტი: სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით 18 დეკემბერს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით 18 დეკემბერს მიმართავს.
ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით, თბილისის დროით 11:30 საათზე გამოვა.
“ქალბატონ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს ეწურება და საქართველოს ახალმა პარლამენტმა ცოტა ხნის წინ, მის მემკვიდრედ მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა. საფრანგეთში დაბადებული
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ქალბატონი ზურაბიშვილი ასევე იყო საფრანგეთის ელჩი სამხრეთ კავკასიაში და ბოლო წლებში იყო „ქართული ოცნების“ მკაცრი კრიტიკოსი“, – წერია პრესრელიზში.