“სამყაროში რაც უფრო გაძლიერდება მშვიდობა, მით უფრო გაძლიერდება სამართლიანობაც; გარდამტეხი იქნება 20 იანვარი, როცა ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს” – იონათამიშვილი
“სამყაროში რაც უფრო გაძლიერდება მშვიდობა, მით უფრო გაძლიერდება სამართლიანობაც და ამ თვალსაზრისით გარდამტეხი 20 იანვარი იქნება, როცა ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ბენ კარდინის განცხადება შეაფასა.
„ვიცით, რომ ეს ადამიანები 20 იანვრამდე აქტიურობენ, რადგან ფიქრობენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილებების მეტი რესურსი იქნება 20 იანვრამდე. რეალურად ეს ასეც არის. სამყაროში რაც უფრო გაძლიერდება მშვიდობა, მით უფრო გაძლიერდება სამართლიანობაც და ამ თვალსაზრისით გარდამტეხი 20 იანვარი იქნება, როცა ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, სენატორმა ბენ კარდინმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიების ძალადობრივი ქმედებების ორკესტრირებაზე”.