ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა “ბორჯომმა” Errichetta Festival-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რომში გაიმართა 

12-16 დეკემბერს, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა “ბორჯომმა” Errichetta Festival-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა.

ანსამბლმა ,,ბორჯომმა” რომში, თეატრ Garbatella ორი ფოლკლორული კონცერტი გამართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური ჯგუფები.

ანსამბლის ხელმძღვანელის გიორგი ბუგიანიშვილის თქმით, ანსამბლი ,,ბორჯომი” იტალიაში Errichetta Festival-ის ორგანიზატორების მიწვევით იმყოფებოდნენ.

,,ანსამბლმა ,,ბორჯომმა” ასეთ მასშტაბურ ფესტივალში პირველად მიიღო მონაწილეობა. თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა ერთი კონცერტი, თუმცა საზოგადოების დიდი მოთხოვნის გამო მეორე კონცერტიც გავმართეთ, მინდა გითხრათ, რომ ორივე კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. მინდა ანსამბლის სახელით მადლობა გადაუხადო ბორჯომის მუნიციპალიტეტს, იტალიის და ვატიკანის საელჩოს მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა გიორგი ბუგიანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები