ნინო წილოსანი დიპლომატიური პასპორტების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე: დიდი ალბათობით, მათი ეს პოლიტიკური განცხადება სამართლებრივ საფუძველს ვერ პოვებს

,,დიდი ალბათობით მათი ეს პოლიტიკური განცხადება სამართლებრივ საფუძველს ვერ პოვებს”,- ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

„გაკეთდა პოლიტიკური განცხადება, რომ აქვთ სურვილი თავისუფალი სავიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტებისთვის შეაჩერონ. დიპლომატიურ პასპორტებზე ვრცელდება უვიზო მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმი, რომელსაც კიდევ უფრო მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები აქვს, შესაბამისად, ამ პოლიტიკური განცხადების შემდეგ ევროპის საბჭოს და შესაბამის სტრუქტურებს მოუწევთ იპოვონ შესაბამისი დასაბუთება იმისთვის, რომ ლურჯი პასპორტის მქონე პირებს შეუზღუდონ უვიზოდ მიმოსვლა რაც კიდევ უფრო დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. დიდი ალბათობით მათი ეს პოლიტიკური განცხადება სამართლებრივ საფუძველს ვერ პოვებს“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები