შალვა პაპუაშვილი: ჩვენი შსს მზად არის, ნებისმიერი ქვეყნის ძალოვან უწყებასთან დაჯდეს და დეტალურად განიხილოს ის ტაქტიკა, რომლითაც ქართული პოლიცია მოქმედებს 

„ჩვენი შსს, მზად არის ნებისმიერი ქვეყნის შსს-თან დაჯდეს და დეტალურად განიხილოს ის ტაქტიკა, რომლითაც ქართული პოლიცია მოქმედებს. ვნახოთ, თუნდაც საჯაროდ განვიხილოთ, ვინ მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

“ამ მასობრივი ძალადობრივი აქციების დროს ქართული პოლიცია იყენებდა მხოლოდ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს, მხოლოდ ამ ორ საშუალებას. „ყვითელი ჟილეტების“ აქციების დაშლის, თუნდაც კაპიტოლიუმის წინ გამართული აქციის დაშლისას გამოიყენებოდა რეზინის ტყვიები, ხელკეტები, ზოგ შემთხვევაში, ძაღლები და სხვა საშუალებები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები