ლევან მახაშვილი: სანქციების თაობაზე პარლამენტის არცერთ წევრს არანაირი შეტყობინება არ მიუღია, არ ვიცით, ვისზე გაავრცელეს

“სანქციების თაობაზე პარლამენტის არცერთ წევრს არანაირი შეტყობინება არ მიუღია. არ ვიცით, ვისზე გაავრცელეს”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

მისი თქმით, გაუგებარია, რა სანქციებზეა საუბარი.

„გრძელ ვადაში რასაც აკეთებს, ეს არის ხალხთა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაფუჭება მსგავსი ორმაგი სტანდარტის მიდგომით. საზოგადოებამ კარგად იხილა, რომ არანაირი შეშფოთება, კრიტიკა არ ყოფილა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც წამების ინსტიტუტებს ქმნიდა, სანქციებზე საერთოდ არ არის საუბარი. ამიტომ ერთგვარი უსამართლობის განცდა გვაქვს. ამ ქვეყანაში დაცულია სახელმწიფო ინსტიტუტები და ჩვენი მიზანია, ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება იყოს. მსგავსი სახის დამოკიდებულება მიუღებელია. გაუგებარია, რა სანქციებზეა საუბარი. უფრო დეტალური განმარტება არ მიგვიღია. ამიტომ მიჭირს თქმა, ეს რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს ან არ იყოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები