გურამ მაჭარაშვილი: მაკრონის ზარი უკვე ნიშნავს იმას, რომ გადატვირთვისთვის მზად არიან ევროკავშირი და უცხოური ძალები

“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

„თავისთავად ეს ზარი უკვე ნიშნავს იმას, რომ გადატვირთვისთვის მზად არიან ევროკავშირი და უცხოური ძალები. ჩვენ პრინციპს არ შევცვლით. რაც შეეხება გადატვირთვას – ვთქვით უკვე, რომ ამერიკაშიც დაწყებულია და ევროკავშირშიც დაწყებულია. რატომ არის ეს ციფრი 20 იანვარი მათ შორის ოპოზიციისთვის ასე საშიში? პირდაპირ აღიარეს, რომ 20 იანვრის შემდეგ აზრი აღარ ექნებაო. რატომ აღარ ექნება აზრი? ანუ, ტრამპის პოლიტიკას არ ეთანხმებიან? ახსნან აბა, რატომ აღარ ექნება აზრი 20 იანვრის შემდეგ მათ ბრძოლას. გამოდის, რომ ტრამპის პოლიტიკას, მშვიდობას და დემოკრატიას, ისინი არ ემხრობიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები