მაჭარაშვილი – კეზერაშვილზე: ევროპარლამენტარებს უნდოდათ, რომ ასეთი ადამიანი საქართველოში მედიამენეჯერად გაესაღებინათ

“დავით კეზერაშვილს ყველა „სიკეთესთან“ ერთად დაუდგინდა, რომ ომის დროს ბრილიანტები აქვს შეძენილი, ეს დოკუმენტურად დადასტურდა”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებს უნდოდათ, რომ ასეთი ადამიანი საქართველოში მედიამენეჯერად  გაესაღებინათ.

„ჯარი ხომ გაძარცვა, ევროპელი პენსიონერები გაძარცვა, ბრილიანტები შეუძენია და თურმე, მედიამენეჯერი გამხდარა. ევროპარლამენტარებს უნდოდათ, რომ ასეთი ადამიანი საქართველოში მედიამენეჯერად და დემოკრატად გაესაღებინათ. ქართველ ხალხს უნდა ვუთხრათ, როგორ უნდათ ევროპარლამენტარებს, ქართული ჯარის ბიუჯეტის ბრილიანტების შემძენი მედია მენეჯერად გაასაღონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს, ათეულობით ძვირად ღირებული ბრილიანტიდან ერთ-ერთი კი კეზერაშვილს 2008 წლის ომის მიმდინარეობისას, 12 აგვისტოს აქვს შეძენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები