გურამ მაჭარაშვილი: ახალი წელი მოდის და „სანტა კლაუსს“ კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ – მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი
“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ახალ პაკეტს გამოეხმაურა.
„ჩვენი პარტნიორი ქვეყნის იმ ძალებს, რომელთაც სურთ, რომ საქართველოში სუბიექტური სანქციებით დაგვაშინონ, ეს არ მომხდარა და არც არასოდეს მოხდება იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ბრძოლა მიდის საქართველოს სუვერენიტეტისთვის და გადარჩენისთვის. ამ სუბიექტური სანქციებით მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ საქართველოს საზოგადოების თვალში, იმ ადამიანებს გამოყოფენ, ვინც ყველაზე მეტად იბრძვის. კი, ბატონო, ახლა ახალი წლები მოდის და „სანტა კლაუსს“ კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ, მათ შორის, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.