საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ხვალ აირჩევს

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს, საარჩევნო კოლეგიის დახმარებით, ხვალ აირჩევენ.

კოლეგიის წევრები არიან: პარლამენტის 150 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის 20, აჭარის მთავრობის 21 წევრი, კოლეგიაშია თვითმმართველობების 109 წარმომადგენელი. არჩევნების პროცედურულ ნაწილზე პასუხისმგებლობა ცესკოს ეკისრება.

“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პროცესები არალეგიტიმურია და მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები