რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ევროპარლამენტარები შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ევროპარლამენტარები შეუერთდნენ.

ისინი პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ. მათ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP); მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP); ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe); ბერნარ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe); ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი; რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები