“ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა ქუჩებში ამა თუ იმ ფორმით ძალადობა შემდგარიყო” – ირაკლი ქადაგიშვილი
“ოპოზიციას, როცა არგუმენტები არ აქვს, უნდა, ძალადობა შექმნას. ყველაფერი გააკეთეს, რათა ქალაქის ქუჩებში ამა თუ იმ ფორმით ძალადობა შემდგარიყო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქციების მიზანი ესკალაციის მიღწევაა.
„აქციების მიზანი სწორედ ამ სურათის შექმნა იყო – ძალადობის და ესკალაციის იმ ხარისხის მიღწევა, რაც საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევდა და მათ ქვეყნის წინააღმდეგ სპეკულაციების საშუალებას მისცემდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.