უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია უნგრეთში. ჩვენ ახლა იმ დროში ვიმყოფებით, როდესაც ჩვენმა ქვეყნებმა მუდმივად უნდა იბრძოლონ თავიანთი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე. ერთი რამ ცხადია: შეგვიძლია, ერთმანეთის იმედი გვქონდეს”, – წერს პიტერ სიიარტო.