“აშშ გაალამაზებს ღაზას” – რუბიო
შეერთებული შტატები მზადაა, ღაზა კვლავ ლამაზი გახდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მან სოციალურ ქსელში დაწერა სლოგანი „გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული“, რომელიც, როგორც გამოცემა “ბიბისი”წერს, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი ასპექტია 2016 წლიდან.
“ღაზა უნდა იყოს თავისუფალი “ჰამასისგან”. როგორც ტრამპმა აღნიშნა, შეერთებული შტატები მზადაა ლიდერობისთვის. ჩვენი მიზანია, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა ყველასთვის”, – წერს რუბიო.
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზაში მცხოვრები 2,1 მილიონი ადამიანი სხვა არაბულ ქვეყნებში უნდა გადავიდეს, რაც აშშ-ს საშუალებას მისცემს, დაიპყროს ღაზას სექტორი და გადააქციოს იგი ახლო აღმოსავლეთის რივიერად.