ევროპარლამენტარი – ჰერჩინსკის და ბოჭორიშვილის შეხვედრაზე: ერთ დღეს მოპარულ არჩევნებს გმობთ, მეორე დღეს კი რეჟიმს ხელს ართმევთ
ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.
„ერთ დღეს საქართველოში მოპარულ არჩევნებს გმობთ, მეორე დღეს რეჟიმს ხელს ართმევთ. ელჩი ჰერჩინსკის ხელის ჩამორთმევა მხოლოდ ჟესტი არ არის – ეს არის კრემლის „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლი. რამდენჯერ მიანიჭებს ევროკავშირი მათ პროპაგანდას დამაჯერებლობას? მიუღებელია“, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, ჰერჩინსკიმ გუშინ მაკა ბოჭორიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.