“კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი ჩვენს ქვეყანაში სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება; ნიკა მელიამ და ზოგიერთმა მისმა თანამებრძოლმა ეს არ შეისმინა” – წულუკიანი
“კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი ჩვენს ქვეყანაში, სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება. ამის შესახებ იყო მითითება და გაფრთხილება. ნიკა მელიამ და ზოგიერთმა მისმა თანამებრძოლმა ეს არ შეისმინა”, – ამის შესახებ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ხონში ისაუბრა.
მისი განმარტებით, ამის შესახებ ზეპირადაც გაკეთდა გაფრთხილებები, როდესაც კომისიამ მუშაობა დაიწყო.
“ასევე ყველა წერილში, რომელიც კომისიის სახელით ყველა პირს, მათ შორის ნიკა მელიას გაეგზავნა, იყო მითითება და გაფრთხილება, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა მან და ზოგიერთმა მისმა თანამებრძოლმა ეს არ გაიგო, არ შეისმინა და არ გაიზიარა. ამის შემდეგ ჩვენ ვალდებულნი ვიყავით, საქმე გადაგვეგზავნა სამართალდამცველ სტრუქტურებში. სწორედ ამის შედეგია, რომ მელია გახლავთ პატიმრობაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.