წყალდიდობას ნიგერიაში, სავარაუდოდ, 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიის ქალაქ მოკვაში, ხუთშაბათს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოფიციალურმა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.
ნიგერის შტატის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქში კიდევ 500 ადამიანი დაკარგულად ითვლება. როგორც “ბიბისი” წერს, სამაშველო სამუშაოები შეწყდა, რადგან ხელისუფლებას აღარ სჯერა, რომ ვინმე ცოცხალი იქნება.
წყალდიდობა მოკვაში ძლიერ წვიმას მოჰყვა. ბოლო 60 წლის განმავლობაში ეს რეგიონში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა იყო.
კვირას, საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების პაკეტების მიწოდების პროცესი დაიწყო.
ნიგერიის წითელმა ჯვარმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ წყალდიდობამ „მნიშვნელოვანი მსხვერპლი და ფართომასშტაბიანი უბედურება“ გამოიწვია.